leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: ირაკლი შოთაძე არის ერთ-ერთი მაღალი დონის, გამორჩეული პროფესიონალი და დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საქმიანობის შეწყვეტა

„ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი მაღალი დონის, გამორჩეული პროფესიონალი და ნამდვილად დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საქმიანობის შეწყვეტა”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გენპროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობოს დატოვებას ეხებოდა.

მინისტრმა შოთაძეს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გამოჯანმრთელება და წარმატება უსურვა.

„ბატონმა ირაკლიმ თავად გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომა ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი მაღალი დონის, გამორჩეული პროფესიონალი და ნამდვილად დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საქმიანობის შეწყვეტა. მინდა ვუსურვო გამოჯანმრთელება და ასევე შემდგომი წარმატება როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში. ბატონ ირაკლისთან ჩვენ გვაკავშირებს როგორც კარგი ადამიანური ურთიერთობა, ასევე საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ კარგი თანამშრომლობისთვის, რომელიც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს საქართველოს პროკურატურასთან. დარწმუნებული ვარ, ახალი გენპროკურორის პირობებშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

ასევე იხილეთ