leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: გამჭვირვალობის კანონი როგორც კი ძალაში შევა, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც კანონით არის გათვალისწინებული

„[უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონი როგორც კი შევა ძალაში, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს მიერ და რაც აუცილებელია კანონის მიზნების მისაღწევად”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ ორგანიზაციას აქვს უცხოეთიდან 20%-ზე მეტი დაფინანსება, მე ნამდვილად არ მაქვს, რადგან კანონი ჯერ ძალაში შესული არ არის“, – აღნიშნა მინისტრმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო.

ასევე იხილეთ