leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი: ბეილერის ფონდის საგამოფენო სივრცეში ნიკო ფიროსმანის გამოფენა წარმატებულად ითვლება

„იმედის კვირამ“ ბეილერის ფონდის საგამოფენო სივრცეში ბელგიაში იმოგზაურა, სადაც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი. ექსპოზიცია „ფაუნდეიშენ ბეილერისა“ და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. მომზადების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ჩვენ მადლიერნი ვართ ამ ფონდის სამუზეუმო სივრცის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების, ვინაიდან კულტურული ფასეულობები, რომლებიც ჩვენი სამუზეუმო სივრციდან იქ გაიგზავნა, იყო განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ. ეს გამოფენა წარმატებულად ითვლება მათივე შეფასებით. რა თქმა უნდა, ეს იანგარიშება ინტერესის ხარისხით, რომელსაც დამთვალიერებელი და იქაური საზოგადოება გამოხატავს. იგივე წარმატება ხვდა ბეილერის ფონდამდე გამართულ ფიროსმანის გამოფენას, რომელიც დანიაში, კოპენჰაგენში გაიმართა. ფიროსმანის 15-მდე ნამუშევარი კრაკოვის მუზეუმში გაემგზავრება სხვა 700-მდე ექსპონატთან ერთად, იმისთვის რომ გამოფენა სახელწოდებით „ოქროს საწმისი. საქართველოს ისტორია“ იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე 2023 წლის გამოფენები ყოფილა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ