top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას

„სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ არავითარი პოლიტიკური ნიშნით პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა და მეტიც – ქართულმა სასამართლომ იმოქმედა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, კანონის დაცვით, გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები და კონკრეტულ, დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით გამოიტანა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას და არც კი განიხილა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა . ამიტომ ახლა ეყოთ გამბედაობა, აღიარონ ეს გადაწყვეტილება, თუმცა, ალბათ, დაიწყებენ საუბარს სტრასბურგის სასამართლოს სანქცირებაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

ასევე იხილეთ