top_leaderboard

გია ცაგარეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: სამართალმა პური ჭამა და დადგინდა, რომ სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ცაგარეიშვილი სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში „სამართალმა პური ჭამა“ და დადგინდა, რომ საქმეში არცერთი გადაცდომა საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია.

„სამართალმა პური ჭამა და ყველაფერი დადგინდა, რომ ამ საქმეში არცერთი გადაცდომა საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია, რომ სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს. ეს არის დიდი გამარჯვება არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსი, მართლმსაჯულების, იუსტიციის სამინისტროსი, არამედ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა სააკაშვილისა და მისი ავაზაკების ხელში. სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, განსაკუთრებით იმ ევროპარლამენტარების სპეკულაციას, რომლებიც შეიძლება კეზერაშვილის შავი სალაროდან მსუყედ დაფინანსებულები თხზავდნენ რაღაც პასკვილებს სააკაშვილის უფლებების დასაცავად“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

ასევე იხილეთ