top_leaderboard

ლალი მოროშკინა: იმის გათვალისწინებით, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მისაღებია კონკრეტული ზომები!

პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან მთავრობის მეთაურის მისამართით გაჟღერებულ მუქარაზეა საუბარი.

„იმის გათვალისწინებით, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მისაღებია კონკრეტული ზომები!

1.უნდა შეიქმნას საგანგებო შტაბი,

2.კრიზისული საბჭო და

3.გაძლიერდეს სახელმწიფო დაცვა!

ასევე, არვიცი, რამდენად მიზანშეწონილია 26 მაისის აღლუმი, რადგან სრულიად საქართველოს მთავრობა სამიზნეა!

ომში ვართ, ომში კი ყველა ხერხი გამოიყენება!

ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა, სანამ საფრთხეები სრულად არ გადაივლის!

საქართველოს მოსახლეობა ამ დისკომფორტს გაგებით მოეკიდება, არ გვაქვს ირანის, პოლონეთის, სლოვაკეთის და ა.შ. მაგალითები თუ რა?“ – წერს ლალი მოროშკინა.

ასევე იხილეთ