leaderboard_below_slide
left_sabechdi

პატრიარქი გულიკო ჩაფიძეზე: მან მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ იმედად და ნუგეშად ექცა – აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ვემშვიდობებით გამორჩეულ ქალბატონს, რომელმაც თავისი პრაქტიკული და მეცნიერული მიღწევებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი მემკვიდრეობაც დატოვა; მან მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ იმედად და ნუგეშად ექცა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოსი და პირადად მეც მასთან წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქალბატონი ანა-გულიკო მაგალითია ჭირსა შინა გაუტეხლობისა. მისი ცხოვრება, ერთის მხრივ, იყო მუდმივი წარმატება, მეორეს მხრივ, დიდი განსაცდელებით სავსე გზა. მან შეძლო ტკივილზე გამარჯვება სულიერი ფერისცვალებით, რწმენითა და ღვთის შეწევნით.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს და ახლობლების, მეუღლის, შვილებისა და შვილიშვილის ხილვით გაახაროს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ