leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა მთივლიშვილის მორიგი სიბინძურე!

„რაც შეეხება რეგიონებს, ჩემი დაკვირვებით, იმიტომ, რომ მე ხშირად მიწევს სხვადასხვა კუთხეში პროფესიული საქმიანობისთვის და ისედაც სიარული, იქ მდგომარეობა ცოტა უფრო მძიმეა, ვიდრე დიდ ქალაქებში, დედაქალაქში და სხვაგან. იმიტომ, რომ პროპაგანდის ზეგავლენა იქ კიდევ უფრო მეტად იგრძნობა სამწუხაროდ და ეს პროპაგანდა ყველა ზღვარს არის გადასული, ისეთებს აკეთებენ სამთავრობო, პროსახელისუფლო ტელევიზიები”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ “გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

მთივლიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღე „ეგრეთ წოდებულად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის გავლენა რეგიონებში დიდია და ხალხი ხელისუფლებამ ამ დღესასწაულზე დასასწრებად სწორედ რეგიონებიდან ჩამოიყვანა.

„ბოლო ორი შეკრება, რაც ქართულმა ოცნებამ თბილისში გამართა – ერთი რუსული კანონის მხარდასაჭერად და მეორე ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, ეგრეთ წოდებული ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, ვხედავდით, რომ ძირითადად ეს მასა, ეს ხალხი ჩამოიყვანეს რეგიონებიდან. შეიძლება დიდი ქალაქებიდან, თბილისიდანაც იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები გასული, მაგრამ ბევრად დიდი აქვს ხელისუფლებას მმართველი პარტიის გავლენა რეგიონებში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე“, – განაცხადა მთივლიშვილმა.

ასევე იხილეთ