left_sabechdi

დავით მაღრაძე: ინტუიცია მკარნახობს, რომ ყველა ქვეყანა მიიღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონს

პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენი კანონით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოვექეცით. ამ ბოლო ქარტეხილებმა „მონანიებიდან“ ერთი ფრაგმენტი გამახსენეს, როდესაც ფინალში, ვერიკო (ანჯაფარიძე) დგას და კითხულობს: ეს გზა ტაძართან მიდის?! ახლა ამ კითხვას ჩაენაცვლა ახალი კითხვა: ეს გზა ევროკავშირთან მიდის?! [ამ კანონით] რა კრიტიკული აზროვნება იდევნება, ყოველ მეორე ოპოზიციონერს საკუთარი ტელევიზია აქვს. თავისუფალი სიტყვა სხვაგან თუა კიდე ასე დაცული, არ ვიცი. ინტუიცია მკარნახობს, რომ ყველა ქვეყანა მიიღებს ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონს. ჯაჭვური რეაქცია წავა, რომელსაც შტატები ვერ შეაჩერებს. ყველას უნდა, რომ თავდაცვითი მექანიზმი ჰქონდეს და არ იყოს რომელიმე ელჩის კაბინეტში ქვეყნის მართვის გასაღები და იყოს ხალხში. როდესაც გაქვს ბერკეტი, რომ როცა გინდა მაშინ შეცვლი ჩემს ქვეყანაში ხელისუფლებას, აიძულებ ხელისუფულებას, რომ შენს ნება-სურვილზე იაროს და საკუთარი ქვეყნის ინტერესი დაივიწყოს. დღეს ფრანგ სენატორებს ვუსმინე და მივხვდი, რომ ევროპა ამბიციას იბრუნებს, ვგულისხმობ პოლიტიკურ ევროპას და არა საზოგადოებას“, – აღნიშნა მაღრაძემ.

ასევე იხილეთ