left_sabechdi

ვაზისუბანში სკვერი და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ისნის რაიონის გამგეობამ, ვაზისუბნის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპუსი N4-ის მიმდებარედ, სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტის შედეგად, 3 150 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და  LED განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს. 

შესრულებული სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 545 000 ლარით დაფინანსდა.

თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, ისნის რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და პარლამენტის დეპუტატ კახა კახიშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული პროექტი დაათვალიერა.

ასევე იხილეთ