left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე ენტონი ბლინკენის განცხადებაზე: რაც დრო გადის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის სახელმწიფო მდივანი უფრო და უფრო მეტი “დემოკრატიულობით” აგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას

„რაც დრო გადის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის სახელმწიფო მდივანი უფრო და უფრო მეტი “დემოკრატიულობით” აგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. გუშინ დაგვემუქრა და პირველ მუქარასაც ოპერატიულ-დემოკრატიულად გვისრულებს. სახელდობრ, სანქციებს გვიწესებს თავისი ქვეყნის ვიზებზე“, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე.

„რაც დრო გადის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის სახელმწიფო მდივანი უფრო და უფრო მეტი “დემოკრატიულობით” აგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას!

გუშინ დაგვემუქრა და პირველ მუქარასაც ოპერატიულ-დემოკრატიულად გვისრულებს! სახელდობრ, სანქციებს გვიწესებს თავისი ქვეყნის ვიზებზე (არადა, აგერ 33 წლის განმავლობაში, როგორი განებივრებულნიც ვიყავით ამ ვიზებით, ამის აღწერას თავად ჟამთააღმწერელიც, ხომ ვერ შეძლებდა?!)!

თანაც მარტო ე.წ. “დამნაშავეებს” კი არა. არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. რაც ევროპაში აკრძალული იყო 1940-იან, ხოლო თვით წყეულ საბჭოთა კავშირში 1960-იანი წლებიდან (ოჯახის წევრების დასჯა მყავს მხედველობაში)!

სიმართლე გითხრათ მე მეგონა უფრო მძაფრ ზომებს მიიღებდნენ პატივცემული, ჩვენზე მზრუნველი, დაუძინებელი მეგობრები! კერძოდ, ველოდი შავი ზღვით გუბაზოულში კრეისერების შემოყვანას! ოფშკვითისკენ მათი ლულების მიმართვას! მერე საჯავახო-ორპირთან მდგომ გურულებისა და იმერლების გაერთიანებული ლაშქრის უვნებელყოფას და იმ ბირთვულ იარაღის წართმევა-წაღებას (რათა მსოფლიო გადაარჩინონ მავნე “რუსული კანონის” გავლენას), მეორე მსოფლიო ომის დროს შალიკო ხვინგიაძემ ჰიტლერს რომ მოპარა და საკაჟიას მღვიმეში რომ გვაქვს შენახული თერჯოლასთან ახლოს!

თანაც ხელზე ზედ იმ ავადსახსენებელ “არა რუსულ კანონის’ გაყოლებას!

ამრიგად მკაფიოა, რომ მსოფლიო გადაიქცა კლინიკად! ხოლო აწ უკვე ამ მსოფლიო იმპერიის ყოფილი დედაქალაქის მმართველები კი, ამ კლინიკის განუკურნებელ პაციენტებად! ეს უკვე კატასტროფაა, კატასტროფა! P.S. ამის შემდეგ ვინმეს კიდევ გიკვირთ, რაც ხდება უკრაინაში?!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე იხილეთ