left_sabechdi

გოგა ხაინდრავა: მოვითხოვ, გამიუქმოთ მოქმედი 10 წლიანი ვიზა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მიმართავს, გაუუქმონ 10 წლიანი ვიზა.

როგორც ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაანონსებული სავიზო შეზღუდვები „კოლონიალური რეპრესიები ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ“.

„აშშ-ის ელჩს! აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ე. ბლინკენმა დღეს დააანონსა კოლონიალური რეპრესიები ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ! ვინაიდან, საბჭოთა კავშირში ნამყოფი ვარ და ტოტალიტარულ წარსულში მოგზაურობის არანაირი სურვილი არ გამაჩნია! მოვითხოვ, გამიუქმოთ მოქმედი 10 წლიანი ვიზა. გ.ხაინდრავა“, – წერს გოგა ხაინდრავა.

 

ასევე იხილეთ