left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ყველა მხრიდან ყრუ კედელს წავაწყდით, არავის არ სურს საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარი

„ჩვენ რამდენჯერაც გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონთან [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] დაკავშირებით თუ ვინმეს გაქვთ საქმიანი, სამართლებრივი, კონსტრუქციულო მოსაზრება, მზად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით დავსხდეთ და ვისაუბროთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ენტონი ბლინკენის განცხადების შეფასებისას.

„ჩვენ ყველა მხრიდან ყრუ კედელს წავაწყდით. არავის არ სურს საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ან უნდა ვთქვათ, რომ ვართ ნეოკოლონიალური მმართველობის ამღიარებელი სახელმწიფო, ან უნდა ვთქვათ, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს ისეთი კანონი, რომელსაც ლამის ნახევარი მსოფლიო იღებს და ყველა ამ კანონთან შედარებით ჩვენი კანონი ყველაზე უფრო ლიბერალური და ჰუმანურია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.

ასევე იხილეთ