left_sabechdi

ნინო წილოსანი: მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას – ქვეყნის ინტერესების დათმობა, ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას, ქვეყნის ინტერესების დათმობა, ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“, – წერს წილოსანი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.

ასევე იხილეთ