left_sabechdi

რატი იონათამიშვილი საფრანგეთში მიღებულ კანონზე: ისმის კითხვა, რატომ ხდება ისე, რომ არავინ იმჩნევს საფრანგეთში ამ კანონის მიღებას და საქართველოზე ხდება ასეთი გაუმართლებელი, არაპროპორციული ზეწოლა?!

„ისმის კითხვა, რომელიც აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას – რატომ ხდება ისე, რომ არავინ იმჩნევს საფრანგეთში ამ კანონის მიღებას და საქართველოზე ხდება ასეთი გაუმართლებელი, არაპროპორციული ზეწოლა?!” – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საფრანგეთის მიერ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებულ კანონს.

„ფაქტია, რომ ეს ინიციატივა ეხება ყველას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ახლა ისმის კითხვა, რომელიც აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას – რატომ ხდება ისე, რომ არავინ იმჩნევს საფრანგეთში ამ კანონის მიღებას და საქართველოზე ხდება ასეთი გაუმართლებელი, არაპროპორციული ზეწოლა?! ეს კითხვები არის ლეგიტიმური და ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არგუმენტები ჩვენი საზოგადოებისთვის არავის გაუზიარებია. შესაბამისად, ორმაგი სტანდარტი დემოკრატიისთვის სასარგებლო ვერასდროს იქნება. ორმაგი სტანდარტი ვნებს მეგობრობასაც და გულწრფელ პატრიოტულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში.

საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

ასევე იხილეთ