left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-ვარჰეის სატელეფონო საუბარზე: ეს ასახავს სწორედ იმ ზეწოლისა და შანტაჟის გაუგონარ პოლიტიკას, რომელიც საქართველოზე ხორციელდება

ეს ასახავს სწორედ იმ ზეწოლისა და შანტაჟის გაუგონარ პოლიტიკას, რომელიც საქართველოზე ხორციელდება, – ასე აფასებს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და საქართველოს პრემიერი მინისტრის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

„ვარჰეის მხრიდან იყო ჩამოთვლილი სხვადასხვა სანქციები თუ სხვადასხვა შეზღუდვები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ამ კანონის მიღებას და აგრეთვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ გაითვალისწინეთ რაც მოუვიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსო. ამიტომ, ეს იყო შანტაჟი და დაშინება. მერე აღმოჩნდა, რომ იძულებული გახდა ვარჰეი ეღირებინა, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს ფაქტი ნახსენები იყო. ძალიან რთული გასაგები აღმოჩნდა დასავლეთისათვის, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს სუვერენული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს კიდევ ერთხელ გვიბიძგებს იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავდგეთ მტკიცედ, შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

კობახიძის განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული.

ასევე იხილეთ