left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, კონსტიტუციის დამრღვევი, მოღალატე სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნასთან არ უნდა იდგეს!

მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„26 მაისს,სამხედრო აღლუმი და ჯარისკაცების ფიცი სალომე ზურაბიშვილმა არ უნდა ჩაიბაროს!

არ უნდა ჩაიბაროს ადამიანმა,რომელმაც განაცხადა რომ “საქართველოს ჯარი არ ჰყავს”.

არ უნდა ჩაიბაროს ადამიანმა,რომელმაც განაცხადა რომ “საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.”

არ უნდა ჩაიბაროს ადამიანმა,რომელმაც განაცხადა რომ “საქართველოს ჰყავს რუსული მთავრობა.”

არ უნდა ჩაიბაროს ადამიანმა,რომელმაც განაცხადა რომ “ქართული ოცნება” რუსულია.

 არ უნდა ჩაიბაროს ადამიანმა,რომელიც ამბობს რომ “საქართველოს პარლამენტში მიღებული ქართული კანონი-რუსულია.”

არ უნდა ჩაიბაროს ადამიანმა,რომელმაც პრეზიდენტის სასახლეში მისულ თავის ამომრჩეველს, “აქ რას მომივარდით,” მიმართა.

აღლუმი არ უნდა ჩაიბაროს პრეზიდენტმა,რომელიც შეწყალებებით ძალადობას ახალისებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, კონსტიტუციის დამრღვევი, მოღალატე სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნასთან არ უნდა იდგეს!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ