left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: დამოუკიდებელი ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეიძლება სანქციებით დაემუქრონ კანონის მიღებისთვის – ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს

„ბოლო  სამი  დღის განმავლობაში სრულად გაშიშვლდა ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესები. გუშინ ევროკავშირის წევრმა საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ, რომელიც ქართული კანონის გაცილებით უფრო მკაცრი ვერსიაა, ამავე კანონზე საუბრობს ნატოს წევრი ქვეყანა – თურქეთიც, მსგავსი კანონები მიღებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მხოლოდ საქართველოში აღმოჩნდა დემოკრატიისთვის შეუსაბამო“, – ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.

„ვენეციის კომისიისგან, რომელმაც სამართლებრივი შენიშვნები უნდა გასცეს, მოვისმინეთ, რომ თურმე ფინანსების გამჭვირვალობა შეუსაბამოა ევროსტანდარტებთან, მაშინ, ისევ ევროსასამართლოს ცალსახად აქვს განმარტებული: „არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს“.  გუშინდელ გამოსვლაში ევროკომისარმა თავს უფლება მისცა დამოუკიდებელი და მათვე განმარტებით პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დამუქრებოდა და ეს ვითომც არაფერი. გუშინვე ისევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით ვიხილეთ, რომ მთელი სამი  წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია სრული ბლეფი, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და ქვეყნის გაშავების მცდელობა. დღეს კი ვხედავთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიძლება სანქციებით დაემუქრონ კანონის მიღებისთვის? ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს და იმედია, არც აღარასდროს ვიხილავთ“, -განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღესვე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ  განცხადებაში აღნიშნა, რომ კვლავ გააგრძელებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

„როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია იყო სიმართლე და როგორც ის არის პოლიტპატიმარი, ისევეა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს გარე ჩარევებისგან თავის დასაცავად მიღებული ქართული კანონი – რუსული.   ქართველებთან მუქარა არ ჭრის, პირიქით გვაძლიერებს და მოტივაციას გვმატებს კიდევ უფრო მეტი შემართებით ვაკეთოთ საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება და დავიცვათ ჩვენი მომავალი. უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვით შანტაჟი კი არა სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მუქარა არ გვახევინებს უკან! კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ღირსეული ნაბიჯებით ნამდვილი ევროპული ოჯახისკენ სიარულს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

ასევე იხილეთ