leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვინ გაუზიარებს მადრიდსა და ლვოვში საქართველოს მაგალითზე გამოცდილებას „ინდივიდის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვაზე წინააღმდეგობის“ შესახებ დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეებს და ვისგან მიიღეს მონაწილეებმა მიწვევა

მადრიდსა და ლვოვში საქართველოს მაგალითზე „ინდივიდის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვაზე წინააღმდეგობის“ შესახებ ღონისძიება ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციით ღონისძიებაში ქართველები მიიღებენ მონაწილეობას და სავარაუდოდ აღნიშნულ თემაზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ჩნდება კითხვა როგორ აღმოჩნდნენ ქართველები მიწვეულ სტუმრებს შორის? გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ღონისძიებაზე სტეფან აკიმოვიჩმა მიიწვია, რომელიც „სტუდენტები თავისუფლებისთვის“ (Students For Liberty) ევროპული პროგრამების დირექტორი და 2024 წლის 19-21 აპრილს თბილისში მიმდინარე ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიების, LibertyCon Europe 2024-ის მონაწილეა.

როგორც ცნობილია აკიმოვიჩის მიერ გაგზავნილი მოსაწვევი ინფორმაციულია და მასში აღნიშნულია: „რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მოხალისეები წინ აღუდგებიან ავტორიტარული პრაქტიკის წარმოების მცდელობას, რომელიც გულისხმობს ინდივიდის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვას, მაგალითისთვის ავიღოთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობები უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასახელებს ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, როგორც უცხოური გავლენის აგენტებს, “ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის”, მეგობრების მხარდაჭერით მთელი მსოფლიოდან, გააგრძელებენ მცდელობებს შეეწინააღმდეგონ მთავრობას, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანას ხელი ააღებინოს ევროპული კურსისგან და ქვეყანა არ გახდეს ევროპული ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფო“.

ვინ არიან მიწვეულ სტუმრებს შორის? – არსებული ინფორმაციით სწორედ ისინი, ვინც თბილისში, აპრილში მიმდინარე ღონისძიებას ესწრებოდნენ. დამსწრეებს შორის იყვნენ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები გია ჯაფარიძე და სანდრო ზიბზიბაძე, ასევე „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი კოკა თოფურია.

ჩვენი ინფორმაციით ორი დღის წინ ისინი ევროპის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ და ორგანიზაცია “Students for Liberty (SFL)”-ის ორგანიზებით, მადრიდში 22 მაისს გასამართ “Europe Liberty”-ის ფორუმზე, სახელწოდებით: “უკრაინის რენესანსი – საერთაშორისო კონფერენცია 2024” მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე ცნობილი ხდება, რომ გამგზავრებამდე, 21 მაისს, სანდრო ზიბზიბაძე იმყოფებოდა „სოროსის ფონდში“, პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას“ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისებში.

თბილისში 2024 წლის 19-21 აპრილს გამართულ ევროპის ყველაზე მასშტაბურ ლიბერალურ ღონისძიებაში LibertyCon Europe 2024 ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ , სპიკერები კი იყვნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, „დავით გარეჯის“ საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი, ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ბორის ჩელე ყურუა და სხვა.

როგორც თბილისში, ასევე მადრიდში დაგეგმილი კონფერენციის ერთ ერთი მთავარი საკითხი ასევე იქნება კრიპტოვალუტის გამოყენება და ამ გზით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაურკვეველი წარმომავლობის თანხის მობილიზება.

ასევე იხილეთ