leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: როცა დასავლელი „მეგობრების“ სანქციების მუქარები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ეს უკვე ფაშისტური ელემენტების შემცველია

„თუ არ უზრუნველვყავით ქვეყანაში გამჭვირვალობა, მაშინ, რა თქმა უნდა, შავი ფულით უფრო იოლი იქნება ქვეყნის ხელისუფლების ჩანაცვლება უკვე ყოფილი, ჩვენთვის ნაცნობი და დესტრუქციაში გამოცდილი ხელისუფლებით“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა [მიხეილ სააკაშვილი] „ვივამედშია“. „ის არ წევს იქ ტყუილად, ის არის ქვეყანაში სპეციალურად შემოყვანილი“ – აღნიშნა მან.

„ჩვენი საგარეო მიმართულებები არ შეცვლილა – ეს არის დასავლური მიმართულება, მაგრამ არა ომის გავლით და, რა თქმა უნდა, მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვით.

თუ დავთმობთ სუვერენიტეტს, დავთმობთ მშვიდობას და თუ არ უზრუნველვყავით ქვეყანაში გამჭვირვალობა, მაშინ, რა თქმა უნდა, შავი ფულით უფრო იოლი იქნება ქვეყნის ხელისუფლების ჩანაცვლება უკვე ყოფილი, ჩვენთვის ნაცნობი და დესტრუქციაში გამოცდილი ხელისუფლებით. ალტერნატივა „ვივამედშია“. ის არ წევს იქ ტყუილად, ის არის ქვეყანაში სპეციალურად შემოყვანილი.

გახსოვთ როგორ ზრუნავდნენ მასზე? საუბრობდნენ, თითქოს მას აწამებდნენ და უნდა დაეხსნათ, გვემუქრებოდნენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა და ა.შ. საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოს სამართლიანობა დაადასტურა. ასე რომ, სახეზეა ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების ატრიბუტიკა, ეს არის სახიფათო გზა. თუ ჩვენ დავთმეთ სუვერენიტეტი და ავყევით ამ ორმაგ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ომის გზას ვერ ავცდებით. ასე რომ, ქუჩას მეტი პასუხისმგებლობა მართებს, მმართველ გუნდს კი, ეს გათავისებული აქვს.

ვის დაასანქცირებენ და ვის არა, ამაზე საუბარი საერთოდ არ რის. არც დეპუტატების ოჯახების ზიანზე კეთდება აქცენტი. თუმცა, როცა დასავლელი „მეგობრების“ მხრიდან სანქციების მუქარები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ეს უკვე ფაშისტური ელემენტების შემცველია, მაგრამ არა უშავს, ესეც მეორეხარისხოვანია. მთავარია ქვეყნის უპირატესი ინტერესი – საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ