რატი ბრეგაძე: მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა
„მჯერა, რომ ბევრს აეხილა თვალი და მიხვდა, რომ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებსაც გვიცნობდნენ ადრე და რასაც ვაკეთებდით მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებდით. შეიძლება, ზოგიერთს შერცხვა კიდეც, რომ ასე გულუბრყვილოდ გაება შავი ფულით ნაყიდ მახეში. მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დეზინფორმაცია vs საქართველო , 0-3
ცილისწამება მძლავრი და ვერაგი იარაღია ადამიანის შეცდომაში შესაყვანად.
მახსოვს, 2021 წლიდან როგორ უტევდნენ სახელმწიფოს და ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საზოგადოება, თითქოს სააკაშვილს ვწამლავდით, არაადამიანურად ვეპყრობოდით, ვაწამებდით და უსამართლოდ გვყავდა პატიმრობაში.
სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე პროფესიონალურმა ფსიქოლოგიურმა ტერორმა იმოქმედა, ზოგმა ეს ტყუილი დაიჯერა და უნებურად ჩაერთო იმ მრავალი მილიონით დაფინანსებულ კამპანიაში, რომელიც კანონიერი პატიმრობიდან მის უკანონოდ გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.
იყო ბევრი შეურაცხყოფა, დევნა და ბევრი სხვა ბინძური მეთოდი გამოყენებული ქართული სახელმწიფოს დასასუსტებლად.
საბოლოოდ, სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე გადაწყვეტილების შემდეგ, შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს!
მჯერა, რომ ბევრს აეხილა თვალი და მიხვდა, რომ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებსაც გვიცნობდნენ ადრე და რასაც ვაკეთებდით, მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებდით. შეიძლება, ზოგიერთს შერცხვა კიდეც, რომ ასე გულუბრყვილოდ გაება შავი ფულით ნაყიდ მახეში. მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა”, – წერს რატი ბრეგაძე.