ლაშა ბასლანძე ბიზნესმენების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული
„ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული”, – ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ მფლობელმა ლაშა ბასლანძემ ბიზნესმენების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ამორალური საქციელი. ლიბერალები რაღაც დოზით ალბათ, ყველა ვართ, მაგრამ ეს არ არის ლიბერალიზმი. ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული და თუ მაგათიანი არ ხარ, ესე იგი, უნდა გაწყდე. კი ბატონო, გვლანძღეთ, გამოგვიცხადეთ ბოიკოტი. ბევრად დიდი ნაწილია მოსახლეობის, რომელიც საღად აზროვნებს და იმათ ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა ლაშა ბასლანძემ.