left_sabechdi

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება რაფაჰში

JPG edited with https://ezgif.com/resize

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება რაფაჰში, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პალესტინელთა ჯგუფს ღაზაში და გამოიწვიოს მათი მთლიანად ან ნაწილობრივ ფიზიკური განადგურება“, – განაცხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარემ, ნავაფ სალამმა.

ასევე იხილეთ