leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფრანგული მედია: მიქაუტაძის საქმეზე მოვლენები კულისებში სწრაფად ვითარდება

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ „მონაკოს“ ინტერესზე ფრანგული მედია ისევ წერს.

როგორც Le10sport იტყობინება, ამჟამად ყველაზე მეტად დაინტერესებული „მონაკო“, „ლილი“ და „ლიონი“ არიან. ამ ინფორმაციას სხვა ფრანგული წყაროებიც ადასტურებენ, მაგალითად RMC Sport და Foot Mercato.

ჯერჯერობით, ხსენებულმა კლუბებმა ტრანსფერის პირობებზე უბრალოდ ინფორმაცია გამოითხოვეს და მზად არიან, ქმედითი ნაბიჯებიც გადადგან. ამავდროულად, Le10sport წერს, რომ მეცი“ აპირებს მიქაუტაძის გამოსყიდვის, რისი გაკეთებაც „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ შეუძლია, რათა კაპიტალის მოგება მოახდინოს.

„ჩვენი ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე, რომელზეც ლიგა 1-ში ნადირობაა გაჩაღებული და ლიონის, ლილისა და მონაკოს სამიზნეშია, შეთავაზება უკვე გამზადებულია.

„მეცს“ ლიგა 1-ში დარჩენის იმედი ჯერ კიდევ აქვს და პლეიოფში რომ მოხვდა, სწორედ მიქაუტაძის დამსახურებაა. შარშან ზაფხულში აიაქსში გაყიდული 23 წლის თავდამსხმელი, ნიდერლანდებთან წარუმატებელი ადაპტაციის შემდეგ, უკან 6-თვიანი იჯარით დაბრუნდა. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გაიბრწყინა – 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

მიქაუტაძე რამდენიმე ფრანგული კლუბის სამიზნეშია, რომელთა შორის არიან: ლილი, ლიონი და მონაკო. ამ დროისთვის ეს სამი კლუბი ინფორმაციას აგროვებს და საქმეზე გადასასვლელად ემზადება. მიქაუტაძის ყურადღება მეცში სეზონის ჩამთავრებისკენ არის მიპყრობილი, რის შემდეგაც უნდა გაირკვეს მისი მომავალი. თუმცა, მეცი უკვე ფიქრობს იმაზე, რომ აიაქსისგან ფეხბურთელის 13 მილიონად გამოსყიდვის ოპცია გამოიყენოს, რათა შემდეგ უფრო სარფიანად გაყიდოს…

მაგრამ მიქაუტაძის საქმეზე მოვლენები კულისებში სწრაფად ვითარდება. ჩვენი ინფორმაციით, მონაკო ტრანსფერზე პირველი შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება! მართალია, არ ხმაურდება შესათავაზებელი თანხის ოდენობა, მაგრამ აშკარაა, რომ მონაკოს ხელმძღვანელობა იერიშზე გადასვლას ახლავე აპირებს“, – წერს ფრანგული მედია.

ასევე იხილეთ