left_sabechdi

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს დახმარება არის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია ხარკოვთან რუსეთის შეტევის მოგერიების დასახმარებლად.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს „HIMARS“-სთვის, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, „Javelin“-ის და „AT4“-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებსა, რაკეტებს, ასევე სხვა შეიარაღებასა და აღჭურვილობას.

აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ეს პაკეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც მტერმა გააძლიერა თავდასხმები ფრონტის ხაზის გასწვრივ.

ასევე იხილეთ