left_sabechdi

გიორგი მდივანი: დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი – ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია, „ფულს სუნი არ ასდის“

„დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს“, – ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი მდივანი სოციალურ ქსელში წერს.

იგი აქვეყნებს დიაგრამას და აღნიშნავს, რომ აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს, რაც 2021 წელზე 3-ჯერ მეტია.

„დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს.

აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში – Raiffeisen Bank International, UniCredit, ING, Commerzbank, Deutsche Bank, Intesa Sanpaolo и OTP – 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს.

ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს.

ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია – „ფულს სუნი არ ასდის“, – წერს გიორგი მდივანი.

ასევე იხილეთ