leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: როგორ შეიძლება ოპოზიციის საერთო 20%-იანი მხარდაჭერით მოიგო არჩევნები, როდესაც მეორე მხარეს, „ქართულ ოცნებას“ აქვს 60%-იანი მხარდაჭერა

გუშინ იყო წამოცდენების დღე – ჯანაშიამ თქვა, რომ წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს სააკაშვილმა მონაწილეობაო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში გვპირდება რაღაცას მამუკა ხაზარაძე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ეს წამოცდენები მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სწორ ინფორმირებულობას უწყობს ხელს. ისინი რისთვისაც ემზადებიან, იმას ვერ მიაღწევენ. მათ უნდათ რევოლუცია, რადგან მათი მხრიდან არჩევნებით მოგება წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება ოპოზიციის საერთო 20%-იანი მხარდაჭერით მოიგო არჩევნები, როდესაც მეორე მხარეს, „ქართულ ოცნებას“ აქვს 60%-იანი მხარდაჭერა?! ახლა ისინი ნადირობენ მეორე 20%-ზე, რომელიც თავისუფალია. შუა ძალა, ასე რომ ვთქვათ, და ეს ადამიანები სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეხედულებისამებრ იღებენ გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, ნიკა გვარამიამ პირდაპირ თქვა, რომ ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მუშაობს. მანაც ვერ დამალა და ვერ მიხვდა, რომ ეს ჩვენ გამოგვადგებოდა ჩვენი სიმართლის გატანაში, რადგან ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გამო ემიჯნებიან „ნაცები“ „ნაცებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ