top_leaderboard
left_sabechdi

თამაზ ჭეიშვილი: რაც ენტონ ჯონ ბლინკენმა იკადრა, ბოლოს ბოლშევიკებიც აღარ კადრულობდნენ!!!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრი, მწერალი, ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წევრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვაზე.

„რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონ ჯონ  ბლინკენმა იკადრა, ბოლოს ბოლშევიკებიც აღარ კადრულობდნენ!!! ოჯახებს შეეხო, მცირეწლოვანებიც არ დაინდო!!! ეს იმას არ ნიშნავს, პუტინი ანგელოზია! პუტინი ოკუპანტი და სატანაა, ბლინკენი კი ნაძირალა!!! სამწუხაროდ, ბევრ გონებადახშულს ეს არ ესმის! საქართველოში მომრავლდნენ ზომბირებული კერპთაყვანისმცემლები როგორც „პლებეებში“, ასევე „პატრიციებში“! მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და სხვისი პრაგმატული მიზნების და  აზრების ბრმა და ყრუ რეალიზატორები არიან!

რა არის კერპთაყვანისმცემლობა? ადამიანის ან მოვლენის კერპად ქცევა და რელიგიურ დონეზე აყვანა.

წარმოუდგენელი და შეუთავსებელია, ქრისტიანი მართლმადიდებელი „შეთავსებით“ კერპთაყვანისმცემელიც იყოს!

არადა, სამწუხაროდ, არიან ასეთები, თანაც საკმაო რაოდენობით!“ – წერს თამაზ ჭეიშვილი.

ასევე იხილეთ