top_leaderboard
left_sabechdi

დიტო სამხარაძე: კარგია, რომ ამერიკელები, როგორც იქნა, გაიგებენ, რომ შანტაჟი და მუქარა ჩვენს ერს ვერ აჩოქებს!

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„კარგია, რომ…

  1. ამერიკელები პარტნიორობის დაწყებიდან 30 წლის შემდეგ, როგორც იქნა, გაგვიცნობენ ქართველებს და გაიგებენ, ვინ ვართ, რა ღირებულებებით ვცხოვრობთ და რას ნიშნავს ჩვენთვის რწმენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება და რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის‼ რომ შანტაჟი და მუქარა ჩვენს ერს ვერ აჩოქებს‼️
  2. დღეს თუ გგონიათ, გიგაური-ლომჯარია, გვარამია და კიდევ რამდენიმე უსამშობლო მანქურთი საქართველოა, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია! ამათი ნაბოდვარით როცა იმოქმედებ, დაინახავ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აღიზიანებ და მითუმეტეს, ამათ ხომ საერთოდ ანულებ.

ერთი სიტყვით, კარგია“, – წერს დიტო სამხარაძე.

ასევე იხილეთ