top_leaderboard
left_sabechdi

სოზარ სუბარი: ვარჰეის სატელეფონო ზარში მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მუქარაც იყო, ამ კანონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისედაც მძიმე სიტუაციის გამწვავება, შემდგომში პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში -ანუ, პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებით გვემუქრებიან

„არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, თუ საქართველო ომში იქნება ჩართული. საქართველოში ომი თუ დაიწყო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქვეყანა კიდევ 30-50 წლით დაიხევს უკან, არამედ, ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ერი აღარ იარსებებს. ამიტომ, მარტივად არის საქმე – საქართველო უპირველეს ყოვლისა და დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე გლობალურ პროცესებში არჩევანი შემდეგზეა – იარსებებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი ხელისუფლების მხრიდან არ გადაიხედება.

„ევროკომისარ ვარჰეის მხრიდან პრემიერ კობახიძის მიმართ იყო ერთგვარი მინიშნება, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ეს რომ რეალური საფრთხეა, იქიდანაც დავინახეთ, როცა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა პირდაპირ თქვა, რომ ტრამპი ცოცხალი არ უნდა დარჩეს, რადგან ის საფრთხეს უქმნის ამერიკას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოზე თავდასხმაც ვნახეთ, სადაც გარკვეული სპეცსამსახურების კვალზე უკვე გადიან.

ასევე, ვარჰეის სატელეფონო ზარში მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მუქარაც იყო, ამ კანონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისედაც მძიმე სიტუაციის გამწვავება, შემდგომში პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში – ანუ,  პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებით გვემუქრებიან და ბოდიში, რა, კრემლის წინააღმდეგ იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ის სხვა კრემლებით ჩავანაცვლოთ. ვერ ჩავანაცვლებთ. თუმცა, ჩანაცვლებაზეც არ არის საქმე, არჩევანი შემდეგზეა – იარსებებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, იარსებებს, ეს არჩევანი არ გადაიხედება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ