top_leaderboard
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი: ერთ დღეს რესპუბლიკელები შეცვლიან პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატებს, შესაბამისად სახელმწიფო მდივანიც შეიცვლება, რომელიც საქართველოს ამბებსაც მოიკითხავს და აქ იქნება ძალიან მაგარი ახსნა სანქციებთან მიმართებით

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სანქცირებულთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს“.

„წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რესპუბლიკელები შეცვლიან პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატებს, სახელმწიფო მდივანიც შესაბამისადვე შეიცვლება. თუმცა, რაღა წარმოდგენა გვინდა, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, ახალი სახელმწიფო მდივანი კი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ამბებსაც მოიკითხავს, ჩინოვნიკები, პროფესიონალი ჩინოვნიკები (რომლებიც არ იცვლებიან და რეალურად სისტემაც მათზე დგას) ეტყვიან, რომ ჩვეულებრივად ნორმალურად მიდის საქმეები. ჰო, მაგრამ სანქციები (მინიმუმ გაგონილი მაინც ექნება)? – იკითხავს ახალი სახელმწიფო მდივანი. აი, აქ იქნება ძალიან მაგარი ახსნა – სანქციები დავუწესეთ, მაგრამ სიაში არავინ შევიყვანეთ, მთელ საქართველოს ხომ არ შევიყვანდით, თან ვინმეს მოწვევა რომ დაგვჭირდეს ამერიკაში ან ახალი ურთიერთობები, სანქცირებული ხომ არ გვეყოლებოდა… ამიტომ სიაში არავინ არ შევიყვანეთ, უბრალოდ შევაშინეთ… ოკ და შეეშინდათ? არა სერ, მაგათ (ქართველებს!) მგონი არაფრის არ ეშინიათ, თან თუ საქმე თავიანთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ეხება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ