top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ქარქაშაძე ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებ სუბსიდირებულ ავიაბილეთებზე: გუშინ ბილეთები ჩავუშვით გაყიდვაში და უკვე 1 630 ბილეთია გაყიდული

“გუშინ 13:00 საათზე ბილეთები ჩავუშვით გაყიდვაში და უკვე 1 630 ბილეთია გაყიდული, რაც ჩაშვებული ბილეთების 55%-ია”, – განაცხადა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.

„გუშინ 13:00 საათზე ბილეთები ჩავუშვით გაყიდვაში და უკვე 1630 ბილეთია გაყიდული, რაც ჩაშვებული ბილეთების 55%-ია და მოთხოვნა მზარდია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ticket.ge-ს პლატფორმაზე და ასევე „ვიზეარის“ პლატფორმაზე – მხოლოდ „ვიზეარის“ ბილეთებისა. ბილეთის შემძენი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და აეროპორტში რეგისტრაციის დროს უნდა წარმოგვიდგინოს თამაშზე დასასწრები ბილეთი, დანარჩენი პროცედურა სტანდარტულია“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ასევე იხილეთ