leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრის“ დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, არიან დაკარგულებიც.

თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ეს არის ტერორიზმი“, – განაცხადა იგორ ტერეხოვმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაიბომბა ხარკოვის ცენტრალური პარკის ტერიტორიაც.

 

ასევე იხილეთ