leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კახიშვილი: გამჭვირვალობის კანონი რუსეთისგან შემოგდებული თემა რომ ყოფილიყო, პირველ ისტერიკას რუსეთი ატეხავდა

“გამჭვირვალობის კანონი რომ ყოფილიყო რუსული და ყოფილიყო შემოგდებული თემა რუსეთისგან, პირველ ისტერიკას ატეხავდა რუსეთი, რომ როგორ ბედავს ახლა საქართველო ამ კანონის მიღებასო”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ზუსტადაც, რუსეთს რომ არ აწყობს ეს კანონი, ამიტომაც გვაქებს“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობა იმიტომ აქვს, რომ დასავლეთის ნაწილს, რომლებიც უკრაინის ომის ფუძემდებლები იყვნენ, ჰქონდათ სურვილი, რომ უკრაინასთან ერთად საქართველო ყოფილიყო მეორე ფრონტის ნაწილი.

„ახლა ისტერიკაში პოლიტიკოსების ზუსტად ის ნაწილია, რომლებმაც ვერ მიაღწიეს საკუთარ მიზანს. მათთვის მიხეილ სააკაშვილი ძალიან კომფორტული ფიგურა იყო, რადგან სააკაშვილის ქვეშ იყო ყველა სტრუქტურა. დღეს ნახეს, რომ პრემიერს ელაპარაკებიან, პრემიერი ვერაფერს გადაწყვიტავს, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეცაა, პარლამენტის თავმჯდომარეს დაელაპარაკებიან და აგერ მთავრობა და ცალკე კიდევ სხვა სტრუქტურებია. ამიტომ ნახეს, რომ ამათთან არ გამოდის, ჯობია რევოლუციური პროცესით ესენი შევცვალოთ, რომ შემდეგში მივიღოთ მოკავშირე, რომელიც ყველაფერზე წავა. ახლა რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალობის კანონი, 27 ოქტომბერს იქნებოდა დელეგიტიმაციაზე საუბარი. ახლაც იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ წინასწარმა პროცესებმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დაანახა ის არსებული რეალობა, რისთვის არის ბრძოლა“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ასევე იხილეთ