ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას ეხმიანება, იმის თაობაზე, რომ IRI-ისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით წუხელ კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.
გვენეტაძის თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არჩევნების გზით ვერანაირად ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. მანვე აღნიშნა, რომ კაჭრეთის შეკრებაზე მსჯელობა მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებაზე და ოპოზიციას საქართველოს უკრაინიზაციის დავალება აქვს მიღებული.
„ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა IRI-დან, კაჭრეთის საიდუმლო სერობაზე შეკრიბეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და დაუსახეს მისაღები ზომები! აქ საუბარი საეჭვოა, რომ არჩევნებზე ყოფილიყო! აქ უეჭველია მსჯელობა მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებაზე! ვინაიდან თავადაც მშვენივრად უწყიან, რომ არჩევნების გზით ვერანაირად ვერ მოვლენ ხელისუფლებაში! სინამდვილეში კი დავალება აქვთ მიღებული საქართველოს უ კ რ ა ი ნ ი ზ ა ც ი ი ს! ვერ ეღირსებიან!”, – წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.