leaderboard_below_slide
left_sabechdi

დმიტრო კულება: უკრაინამ უნდა ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება  რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას გამოეხმაურა.

უკრაინის პარტნიორებს აქვთ ორი გზა ამგვარი დარტყმების თავიდან ასაცილებლად. პირველი, მეტი „პეტრიოტი“ და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემა უკრაინისთვის. მეორე, უკრაინამ უნდა ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები, ვიდრე ისინი ჩამოაგდებენ ბომბებს ხარკოვზე და სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე. მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები და მხარი დაუჭირეთ უკრაინის დარტყმებს რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე. იმოქმედეთ დაუყოვნებლივ“, – წერს კულება სოციალურ ქსელ X-ში.

რუსეთის ძალებმა დღეს ხარკოვში სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტზე განახორციელეს დარტყმა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 40 ადამიანი.

ასევე იხილეთ