leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციამ მორიგი დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან

“ხალხის ძალის“  წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, IRI-ისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც  საუბარი ერთიანი სიების ფორმირებას შეეხებოდა.
მეგრელიშილის თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა შენიშვნა მიიღო, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მათ სახელმწიფოს აყირავება ვერ მოახერხეს და მიიღეს კონკრეტული მითითებები შემდგომში სამოქმედოდ.
„ქრონიკის ხელთ არსებული ინფორმაციით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ის და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით 24 მაისს კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.
საუბარი მიმდინარე მოვლენებთან ერთად ერთიანი სიის ფორმირებას შეეხებოდა.
ოპოზიციამ, მორიგი დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დავალების შინაარს საგულდაგულოდ ინახავს ყველაფერი მათ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში აუცილებლად გამომჟღავნდება.
მინაწერი: ოპოზიციურმა სპექტრმა შენიშვნა მიიღო, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მათ სახელმწიფოს აყირავება ვერ მოახერხეს; მიიღეს კონკრეტული მითითებები შემდგომში სამოქმედოდ; დაზუსტდა ერთობლივი სია, რომლითაც ისინი 26 ოქტომბერს არჩევნებში პოლიტიკურად იასპარეზებენ”, -წერს თამთა მეგრელიშვილი.
ასევე იხილეთ