leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი კაჭრეთში გამართულ შეხვედრაზე: ახალმა სპონსორებმა ძველები ჩაანაცვლეს, ხოლო შემსრულებელთა რიგებში არაფერი შეცვლილა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, IRI-ისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა და 2010 წლის 24 ივლისის კაჭრეთის “ამბასადორში“  იმდროინდელი მთავარი პროკურორის ადეიშვილს საიდუმლო შეხვედრას იხსენებს მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსულ კრიმინალურ ავტორიტეტებთან და მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის პრეფექტთან.
ქართველიშვილის თქმით, 2010 წელს ადეიშვილთან შეხვედრის მონაწილენი იმ პერიოდის პროექტების სპონსორები გახდნენ და დღეს უბრალოდ ახალმა სპონსორებმა ძველები ჩაანაცვლეს, ხოლო შემსრულებელთა რიგებში არაფერი შეცვლილა.
„მსგავსად “პატარა ნაპოლეონის” მიერ ჩატარებული “იტალიური ოპერის მოყვარულთა მე-10 ყრილობისა”, კაჭრეთის “ამბასადორში” IRI-სა და ამერიკის საელჩოს მიერ, ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ტერორისტებისა და ლიბერალური ფაშიზმის ლიდერების მონაწილეობით, როგორც ჩანს ჩატარდა სემინარი “ვაშლოვანის ნაკრძალში ფრთადაკარგული პეპლების გადარჩენის” თემაზე.
გამახსენდა 2010 წლის 24 ივლისის კაჭრეთის “ამბასადორი”. უფრო სწორედ, კი არ გამახსენდა – თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც პოეტებმა დარჩიაშვილმა და ყუბანეიშვილმა წარადგინეს თავისი ახალი კრებულის პრეზენტაცია: ქართულ ენაზე ცნობილი რუსი პოეტების ლექსების თარგმანი. ხოლო ამ პრეზენტაციის საფარქვეშ, სასტუმრო კომპლექსის ქვედა ფლიგელში, იმდროინდელი მთავარი პროკურორი ადეიშვილი საიდუმლო სერობას მართავდა მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსულ კრიმინალურ ავტორიტეტებთან და მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის პრეფექტთან…
ეს შეხვედრა დაიწყო 2010 წლის 24 ივლისს 18 საათზე. ამ შეხვედრის დეტალებზე მე პირადად მომაწოდა ინფორმაცია შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, განმუხური/ანაკლიაში ადეიშვილის მიერ ჩატარდა რიგი მშენებარე პროექტების პრეზენტაცია, რომლის ერთ-ერთი სპონსორები სწორედ კაჭრეთის შეხვედრის მონაწილენი გახდნენ. დღეს უბრალოდ ახალმა სპონსორებმა ძველები ჩაანაცვლეს, ხოლო შემსრულებელთა რიგებში არაფერი შეცვლილა“, – წერს დავით ქართველიშვილი.
ასევე იხილეთ