იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი ამბობს, რომ სურს დასავლეთთან კარგი ურთიერთობები, მაგრამ ამავე დროს პეკინი ასაზრდოებს ომს ევროპაში
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩინეთის მხარდაჭერა არის გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩინეთი ამბობს, რომ სურს დასავლეთთან კარგი ურთიერთობები. მაგრამ ამავე დროს პეკინი ასაზრდოებს ომს ევროპაში. შეუძლებელია, იყოს ერთდროულად ერთიც და მეორეც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა აშკარად გაზარდა რუსეთში მანქანების ნაწილების, მიკროელექტრონიკის და სხვა ტექნოლოგიების გაყიდვა, რასაც მოსკოვი რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების წარმოებისთვის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.