left_sabechdi

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების წინ მარინ ლე პენთან დებატები სურს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერთან მარინ ლე პენთან დებატები სურს. მაკრონის თქმით, ამ არჩევნებზე საფრანგეთის ბედი წყდება.

„ძვირფასო თანამემამულეებო, გამოფხიზლდით, ყურადღებით შეხედეთ, ვინ არიან ისინი. მე სურს დებატები ქალბატონ ლე პენთან. ბურთი მის მოედანზეა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას მალევე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა თავად მარინ ლე პენი. მისი თქმით, ის თანახმაა დებატებზე, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მაკრონი თანახმა იქნება გადადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ივნისის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემთხვევაში.

 

ასევე იხილეთ