left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა

“უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა”, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის თქმითაც, ზელენსკის ლეგიტიმურობა დასრულდა.

„უკრაინელებმა იციან თავიანთი კონსტიტუცია, იციან კანონი. გვესმის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები, გულწრფელად რომ ვთქვა, მოსაწყენი და უინტერესოა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა მოსკოვისთვის დასრულდა.

ასევე იხილეთ