left_sabechdi

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რაჭაში!

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიმასპინძლებთ რაჭაში, ამბროლაურში. ღონისძიების ადგილი: ამბროლაური, დათუნა სხირტლაძის სახელობის სკვერი”,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 14:00-18:00 საბავშვო აქტივობები: გააფერადე კავკასიური სოჭი, ღვინის ეტიკეტის შექმნა, პატარა მებაღეები, ლობიანის დამზადების მასტერკლასი, თექისა და ფარდაგების დამზადება, ილუზიონისტის შოუ, დრამერების და ოჩოების შოუ, სახის მოხატვა და ყვავილების გვირგვინების დამზადება; 15:00-16:40 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტები ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. 16:40-17:00 კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; 17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი „რაჭა“ 17:15-17:20 რაჭული ცეკვა „ფერხული“ 17:20-19:00 კონცერტი #26მაისი #ესდღეჩვენია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ