26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შენონები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
სტრასბურგში საქართველოს დროშის ფერებში ევროპის საბჭოს შენობა განათდა, ნიუ-იორკში თაიმსვკვერის ბილბორდზე გამოისახა საქართველოს დროშა, ხოლო სან-ფრანცისკოში ქართული დროშა მერიის შენობაზე აღიმართა.
ასევე, საქართველოს დროშები გამოისახა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე – ძვ.წ. მე-7 – მე-6 საუკუნის ფილეს ტაძრის კომპლექსზე ასუანში.