left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მიერ გატარებული გამჭრიახი, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი

“მე მინდა თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობა თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს. ეს არის ის მონაპოვარი, რომლისთვისაც საუკუნეები ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თუმცა, როგორც მოპოვებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ერთიანობა, ასევე შენარჩუნებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ოჯახთან დაახლოების კუთხით საქართველოს უნიკალური პროგრესი აქვს და ეს პროგრესი შეუქცევადია.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღეს განსაკუთრებული მომენტია. ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს შანსი, რომ იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა და ის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელიც ტერიტორიების დაბრუნებას გულისხმობს, ეს მიზანი ჯერ კიდევ შესასრულებელია. ჩვენ ევროპულ ოჯახთან დაახლოების კუთხით გვაქვს უნიკალური პროგრესი და ეს პროგრესი შეუქცევადია. სახელმწიფოს მიერ გატარებული ძალიან გამჭრიახი, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი და ასევე, აუცილებლად გავერთიანდებით და იმ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, ამასაც მივაღწევთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით პროგრესს მივაღწიოთ, ამიტომ ჩვენის სამინისტრო დღეს წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით. მე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ნახონ ჩვენი პავილიონები, გავეცნოთ იმ პროგრესს, რომელიც ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით გვაქვს. ჩვენ გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ წარმატებული ეკონომიკური შედეგები, თუმცა ამას შენარჩუნება სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში, იმისთვის, რომ ქვეყანამ კეთილდღეობას მიაღწიოს, ეს ყველაფერი კი ერთიანობით მიიღწევა. სიმბოლურიც არის, რომ დღევანდელი ღონისძიების გარკვეული სლოგანივით არის – რაც გვიყვარს ის გვაერთიანებს და იმედია, რომ ამ მესიჯის გარშემო ქართველები გავერთიანდებით“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე იხილეთ