left_sabechdi

ლიეტუვის უდიდესი ქალაქების სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლიეტუვის უდიდესი ქალაქების სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში ვილნიუსის სამი ისტორიული ხიდი, კაუნასის ცენტრალურ ხეივანზე მდებარე შადრევანი და კლაიპედის ძველი მერიის შენობა განათდა.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე იხილეთ