left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ანტიქართული რიტორიკა აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას

“საქართველოს ხელისუფლება არასდროს მოქმედებს არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ, მგონი, ეს ბევრმა დაინახა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი საკუთარ ინტერესებს არ დათმობს.

„ჩვენს მიმართ სანქციები ახალი არ არის. როგორც სხვა დროს, სხვა ქვეყნებიდან სანქციებზე ქართველი ხალხის პასუხი იყო, რომ არავინ დათმობს თავის ეროვნულ ინტერესებს, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს. ჩვენ ამერიკელ ხალხთან გვაქვს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება და ვფიქრობ, ეს განცხადებები აცდენილი ამერიკელი ხალხის ნებას. ამერიკელი ხალხი ნამდვილად აფასებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დგომას ავღანეთში, როცა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ვიდექით. ამიტომ, ასეთი ანტიქართული რიტორიკა აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას და იმედი მაქვს, რომ ამერიკის ხელისუფლება ამერიკელი ხალხის ნების მიხედვით იმოქმედებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ