საქართველოს დროშის ფერებით ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა განათდა
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – „ტყუპებად” წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.