left_sabechdi

თეა წულუკიანი: ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი

“ჩვენ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ნახევრად ხუმრობით ვუპასუხებ ამ საკითხს, სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების, რომელთან ერთადაც ჩვენ ძალიან რთული გზები გამოვიარეთ იმისთვის, რომ ამ რეგიონში და კერძოდ, საქართველოში ყოფილიყო ის ვითარება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს ზეიმით შევხვედროდით 26 მაისს, მაგრამ მთავარი ჩემთვის და იმ ხელისუფლებისთვის, რომლის ნაწილიც მე ვარ, არის ის, თუ რას ფიქრობს ის ერი, რომელსაც ჰქვია ქართველი ერი. ქართველი ერის ინტერესი ჩვენთვის არის წამყვანი. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ