left_sabechdi

ბაჩო ოდიშარია: ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა

“საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან”,  – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია.

ოდიშარია აღნიშნავს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა.

„დღევანდელი დღე არის გამძლეობის, სიმამაცის და ქართველი ხალხის შეუდრეკელი სულის გამომხატველი, როდესაც წინაპრების მსხვერპლის და ოცნებების ექო ყველაზე მკაფიოდ გაისმის თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ. ამ დღეს პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, ვინც თავდადებით იბრძოდა ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, რომ შეგვძლებოდა როგორც ერს, საკუთარი თავი თავადვე გვემართა. მათი მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის შიდა ქსოვილი და გენეტიკური კოდია, რაც გვახსენებს, რომ სუვერენულობა არაა მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი, არამედ ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც დასაცავი და გასაძლიერებელია. საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”, – წერს ბაჩო ოდიშარია.

ასევე იხილეთ