left_sabechdi

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს  აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან.

ილია დარჩიაშვილმა ინდოეთის, ესრაელის, თურქმენეთის, უზბეკეთის, შრი-ლანკის, მალდივის რესპუბლიკის, ფილიპინების, და სხვა აზიური ქვეყნების საგარეო უწყებებიდან მისალოცი წერილები მიიღო.

„დე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დღითიდღე გაძლიერდეს ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა გამოაქვეყნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ისრაელის სახელმწიფომაც: „ძვირფასო  საქართველო, ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ“ – ნათქვამია ისრაელს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბახტიორ საიდოვმა. წერილში გამოთქმულია იმედი, რომ, არსებული პოტენციალისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უფრო მაღალ საფეხურზე გადავა.  თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეშიდ მერედოვმა ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროს მოიცავს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს მისალოც პოსტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და საქართველოს წინსვლას, პროგრესსა და კეთილდღეობას უსურვებს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ  შრი ლანკისა, მალდივის რესპუბლიკისა  და ფილიპინების  საგარეო საქმეთა მინისტრების მისალოცი წერილებიც მიიღო. ისინი გამოთქვამენ რწმენას, რომ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების შესაბამისად.

ასევე იხილეთ